საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი — თბილისის სამედიცინო აკადემია

თბილისის სამედიცინო აკადემია

საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

თსა-ს მისიაა: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

პოზიცია: საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თსა-ს საგამოცდო ცენტრის პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა;
  • გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო ცენტრის მომზადება;
  • საგამოცდო პროცესის დაკვირვება;
  • საგამოცდო ცენტრში წარმოქმნილი ხარვეზების აღრიცხვა და შესაბამის პირთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენა (მინიმუმ B1);
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიური და მოტივირებული გუნდის წევრობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.