საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ხელმძღვანელის თანაშემწე — მარბანო ვაინარი

მარბანო ვაინარი

საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ხელმძღვანელის თანაშემწე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მარბანო ვაინარი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ხელმძღვანელის თანაშემწე (International Trade Operations Manager Assistant)

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 სთ.

პოზიციის მიმოხილვა

საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ხელმძღვანელის თანაშემწე პასუხისმგებელია იმპორტ-ექსპორტის პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე, ლოგისტიკურ კოორდინაციაზე, საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება და საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველდღიურ ოფიციალურ კომუნიკაციაზე. პოზიცია მოითხოვს მაღალ ორგანიზებულობას, დეტალებზე ორიენტირებულობასა და საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციების საბაზისო ცოდნას.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი: საერთაშორისო ვაჭრობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, შემოწმება და ორგანიზება (ინვოისები, Packing List, ჩატვირთვის ინსტრუქციები, წარმოშობის სერტიფიკატები, Bill of Lading, CMR და ა.შ.).
  • ლოგისტიკის კოორდინაცია: სატრანსპორტო და გადამზიდავ კომპანიებთან (Freight Forwarders) კავშირი, ტვირთების გადაზიდვის ტარიფების მოძიება, მონიტორინგი და დროული/უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
  • საბაჟო პროცედურების მხარდაჭერა: საბაჟო ბროკერებთან აქტიური თანამშრომლობა, პროცესის მონიტორინგი, ტვირთების დროული განბაჟების ხელშეწყობა და საჭირო ნებართვებისა თუ სერტიფიკატების მობილიზება ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
  • კომუნიკაცია პარტნიორებთან: უცხოელ მომწოდებლებთან და კლიენტებთან ყოველდღიური ოფიციალური მიმოწერის წარმოება, შეკვეთების სტატუსის გადამოწმება.
  • მონაცემთა ბაზების წარმოება: ERP სისტემაში ან მონაცემთა ბაზებში შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების, შეკვეთებისა და ტვირთების გადაადგილების შესახებ მონაცემების ზუსტი და დროული ასახვა/განახლება.
  • რეპორტინგი და ადმინისტრირება: ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება, ინვოისების გადამოწმება და ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაცია გადახდების დროულად განსახორციელებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ლოგისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: 1-2 წლიანი გამოცდილება საგარეო ვაჭრობის, ლოგისტიკის ან სავაჭრო ოპერაციების სფეროში
  • ენების ფლობა: ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B1). დამატებითი უცხოური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ტექნიკური პროგრამები: MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ERP/CRM სისტემებთან (მაგ. SAP, 1C) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • მულტიტასკინგი და სტრესოუსტარიანობა: სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე საქმის ერთდროულად ეფექტიანად კეთების უნარი.
  • დროის მართვა: დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
  • კომუნიკაცია: ეფექტიანი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის, ასევე მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
  • პრობლემების გადაჭრა: შექმნილი შეფერხებებისას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. თუმცა, აპლიკაციებს განვიხილავთ შემოსვლისთანავე და შესაბამის კანდიდატებს შეიძლება დავეკონტაქტოთ განცხადების ვადის ამოწურვამდეც.

ამ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.