საბაჟო საწყობის ოპერატორი — DHL

DHL — ლოგო
DHL

საბაჟო საწყობის ოპერატორი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: 1400 ლარი
  • სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი (კლინიკა ვივამედის გვერდით)

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული ტვირთის დახარისხება და დალაგება
  • განბაჟებული ტვირთების გაცემის დროს ტვირთისა და დოკუმენტაციის შემოწმება.
  • დოკუმენტაციის და ნორმების დაცვით ტვირთის განაწილება საწყობში
  • საწყობის ინვენტარიზაცია
  • ტვირთების გაცემის პროცესში დოკუმენტაციის გადამოწმება
  • საწყობის მართვის სისტემაში მონაცემების ზუსტი და დროული აღრიცხვა
  • ტვირთის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და დაზიანების შემთხვევაში ზომების მიღება
  • საწყობის შიდა წესების დაცვა
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის გადაადგილებაზე.
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია საწყობის მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office, Windows, კარგი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებული;
  • ფიზიკური დატვირთვის გაწევის უნარი და მზადყოფნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.