საბაჟო დეკლარანტი — ნავთობკომპანია ქონექთი

ნავთობკომპანია ქონექთი — ლოგო
ნავთობკომპანია ქონექთი

საბაჟო დეკლარანტი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან საკუთარი ნავთობტერმინალით ახორციელებს საქმიანობას, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ვეძებთ საბაჟო დეკლარანტს, რომელიც ჩართული იქნება საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებაში, სისწორის შემოწმებასა და დეკლარირების პროცესების მხარდაჭერაში.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 სთ;
  • ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (NET).
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #8.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბაჟო დოკუმენტაციის დამუშავება და სისწორის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • თანმდევი დოკუმენტაციის კონტროლი და გადამოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები და სხვა);
  • საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
  • კომუნიკაცია საბაჟო ორგანოებთან შესაბამისი სპეციალისტის მითითებების საფუძველზე;
  • საბაჟო ოპერაციების ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მონათესავე მიმართულებით;
  • საბაჟო დეკლარირების, საბაჟო ოპერაციების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ASYCUDA-ს სისტემაში მუშაობის ცოდნა;
  • საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და საბაჟო პროცედურების კარგი ცოდნა;
  • საბაჟო დეკლარაციების, სატრანსპორტო და თანმდევი დოკუმენტაციის (ინვოისი, CMR, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა) დამუშავების გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
  • აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!