ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
"საქართველოს კლინიკები"
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელის მასშტაბით არასამედიცინო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, პრობლემების დროულად იდენტიფიცირება და აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;
- დადგენილი პერიოდულობით კლინიკებში ვიზიტების განხორციელება და სამედიცინო დაწესებულების ძირითადი საშუალებებისა და არასამედიცინო საწყობის ინვენტარიზაცია;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
- ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და ბუღალტრულ ნაშთებთან დადარება;
- სამედიცინო დაწესებულებაში სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
- ქსელის მასშტაბით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი დადგენილი ნორმების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს შორის ინვენტარის გადაზიდვის პროცესების კოორდინირება;
- სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ჩართულობა;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- სასურველია ავტომობილის ფლობა;
- დროის ეფექტურად გამოყენება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივლისი, 2026
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.