საქმისწარმოების მენეჯერი
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანის დასახლება, თავისუფლების ქუჩა 10
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 სთ
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები
ჩვენს შესახებ:
შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" არის წამყვანი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლებასა და მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რეპუტაციით, პროფესიონალური გუნდითა და აკადემიური მიღწევებით.
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ საქმისწარმოების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაციული და დოკუმენტური პროცესების გამართულ, სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქმისწარმოების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების საქმისწარმოების ორგანიზების, შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვის კოორდინაცია;
- მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოების კოორდინაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
- დაწესებულების მოსწავლეებისა და პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
- სკოლაში შემოსული და გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად;
- დოკუმენტებისა და ბლანკების ფორმების შემუშავება;
- დოკუმენტების გადაცემა სკოლის დირექციისა და შემსრულებლებისთვის, მათი შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება სკოლის დირექციისთვის;
- დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა — დაბეჭდვა, ასლის გადაღება, გასული დოკუმენტების დაგზავნა;
- ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მათი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;
- დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;
- სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;
- შესრულებული დოკუმენტების ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;
- საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;
- საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;
- საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;
- არქივიდან ცნობების, ბრძანებების ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების გაცემა;
- დაინტერესებულ პირთა მომსახურება, მათთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- განათლების მართვის ინფორმაციის სისტემაში სათანადო ინფორმაციის ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარული, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების, ასისტენტის, ადმინისტრირების ან HR მიმართულებით (საგანმანათლებლო სფეროში/სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სრულყოფილი ფლობა; სასურველია EMIS-ის ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერის წესების უზადო ცოდნა); ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება (მატერიალურ და ციფრულ დოკუმენტებთან მუშაობისას);
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
- გამართული, კორექტული და ეფექტური ვერბალური თუ წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ, მაღალპროფესიულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.