სააგენტოებთან ურთიერთობის/B2B მენეჯერი- ბათუმი — Like House

Like House

სააგენტოებთან ურთიერთობის/B2B მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ლაიქ ჰაუსი", აცხადებს ვაკანსიას სააგენტოებთან ურთიერთობის (B2B) მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი გაყიდვების აგენტებისა და სააგენტოების მოძიება, უძრავი ქონების გასაყიდად;
  • კომპანიის გაყიდვების აგენტებთან (პარტნიორებთან) გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, რეგულარული შეხვედრები, ღონისძიებები, ტრენინგები;
  • კომპანიის გაყიდვების აგენტების/პარტნიორების ბაზის რეგულარული დამუშავება;
  • პარტნიორების დატრენინგება კომპანიის პროექტებთან სამუშაოდ;
  • ახალი პროდუქტების შესახებ პარტნიორების ინფორმირება - პრეზენტაცია, ტრენინგი, კონსულტაციები;
  • არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულების პირობების შენარჩუნება, განახლება და მონიტორინგი;
  • სააგენტოების გაყიდვის პროცესის CRM სისტემაში ასახვა;
  • პარტნიორების მოზიდვისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • გაყიდვებში, უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
  • გუნდურობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პროცესებისა და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.