რისკ მენეჯერი — Setanta Bet

Setanta Bet — ლოგო
Setanta Bet

რისკ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას რისკ მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ცვლებში)
ინდუსტრია: გემბლინგი/სათამაშო ბიზნესი

ფუნქცია-მოვალეობები:

** თაღლითობის, ბონუსების ბოროტად გამოყენებისა და შეთანხმებული თამაშის გამოვლენისა და პრევენციისთვის შიდა მონიტორინგის სისტემების, პანელების და პოლიტიკების დაგეგმვა, დანერგვა და ზედამხედველობა;
** რისკების მართვის სისტემებში თაღლითობის გამოვლენის წესების რეგულარული განახლება და დახვეწა;
** ძირითადი ოპერაციული რისკების მეტრიკების მონიტორინგი და პოტენციურ საფრთხეებზე მყისიერი რეაგირება;
** კლიენტთა მხარდაჭერის გუნდთან მუდმივი თანამშრომლობა ეფექტური რისკ-კონტროლების უზრუნველსაყოფად;
** რეალურ დროში ფსონების, სათამაშო აქტივობის და ტრანზაქციების მონიტორინგი;
** მოთამაშეთა ანგარიშების გადამოწმება მაღალი რისკის ქცევებზე, ჭარბი მოგებების, უჩვეულო და მინიმალური/დაბალრისკიანი ფსონების გამოვლენის მიზნით;
** საეჭვო ანგარიშებისა და გადახდების დეტალური ანალიზი და გამოძიება;
** თაღლითური ტრანზაქციების, სქემებისა და მრავალანგარიშიან ოპერაციათა იდენტიფიცირება და ბლოკირება;
** არსებულ გადახდისა და თამაშების მომწოდებლებთან მომხმარებლის საკითხებსა და გახსნილ ტიკეტებთან დაკავშირებით კომუნიკაცია;
** დადასტურებული ვერიფიკაციების გადამოწმება საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** შიდა გუნდის ყოველდღიური მართვა, დადგენილი სამუშაო სტანდარტების და პრაქტიკების გავრცელება გუნდში, უკუკავშირის მიღება და პერიოდული ტრენინგების ორგანიზება;

კომპეტენციები და უნარები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში
** 2-3 წლამდე გამოცდილება რისკების მართვის, თაღლითობის პრევენციის ან მსგავს პოზიციაზე (iGaming სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის);
** ოპერაციული აზროვნება და ყოველდღიური ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების უნარი, ზედამხედველობის მინიმალური საჭიროებით;
** კაზინოს თამაშების, ბონუსებისა და პრომოაქციების ძირითადი პრინციპების, ასევე სპორტული ფსონების მექანიკის საბაზისო ცოდნა;
** რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტებთან და მონაცემთა ანალიზთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, მოკვლევის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ