რეზერვი დისტრიბუტორი
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში), აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:
რეზერვი დისტრიბუტორი
(თბილისი).
ძირითადი მოვალეობები:
- მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
- აკონტროლოს და უზრუნველყოს ქსელში სრული ასორტიმენტის არსებობა;
- სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
- მიიღოს პროდუქცია საწყობ (ებ)იდან და ჩააბაროს პროდუქცია საწყობ (ებ)ს;
- საჭიროების დროს შეცვალოს დისტრიბუტორი/დისტრიბუტორის დამხმარე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება; (სასურველია სიგარეტების მიმართულებით)
- აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2;
- ანაზღაურება/ბონუსი:
1450 ლ +; - პროდუქტი: სიგარეტი.
პიროვნული უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.