დისტრიბუტორი- თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური
T&R DISTRIBUTION " (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური . დისტრიბუტორი პასუხისმგებელია კონკრეტულ ტერიტორიაზე კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციის პროცესის მართვაზე, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფაზე, სავაჭრო ობიექტებთან მჭიდრო ურთიერთობის განვითარებასა და სავაჭრო მიზნების შესრულებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მოიძიოს ახალი ობიექტები, აწარმოოს მათთან მოლაპარაკება, ააწყოს ოპტიმალური ქსელი და მუდმივად იმუშაოს მის გაფართოებაზე; ** შეასრულოს დადგენილი რუტა სრულად და ჯეროვნად (აღნიშნული განსაზღვრულია რუტკონტროლის მიხედვით); ** გაყიდვების გეგმების შესრულება შესაბამის ტერიტორიაზე; ** განახორციელოს რეგულარული ვიზიტები სავაჭრო ობიექტებში და უზრუნველყოს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან; ** მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები; ** უზრუნველყოს ქსელში კომპანიის სრული ასორტიმენტის მუდმივი არსებობა; ** გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების მართვა და დროული შევსება; ** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება; ** გრძელვადიანი პარტნიორული და უპირატესი ურთიერთობის ჩამოყალიბება კონტრაქტორებთან; ** სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით; ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განლაგება შესაბამისი პლანოგრამის შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქციის გადალაგების პროცესში მონაწილეობა; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა; პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16:00 სთ; ** ანაზღაურება/ბონუსი: თვეში საშუალოდ 2500 - 3000 ლ ; ** პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა); პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელური; ** სტაბილური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პუნქტუალური;