რეზერვი დისტრიბუტორი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.trd.ge.
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
- აკონტროლოს და უზრუნველყოს ქსელში სრული ასორტიმენტის არსებობა;
- სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
- მიიღოს პროდუქცია საწყობ (ებ)იდან და ჩააბაროს პროდუქცია საწყობ (ებ)ს;
- საჭიროების დროს შეცვალოს დისტრიბუტორი/დისტრიბუტორის დამხმარე;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2;
- ანაზღაურება (ფიქსირებული) 1450 ლარი + ბონუსი;
- პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.