რეპეტიტორი/დამხმარე მე-5 კლასის მოსწავლისთვის — კერძო პირი

კერძო პირი

რეპეტიტორი/დამხმარე მე-5 კლასის მოსწავლისთვის

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: რეპეტიტორი/დამხმარე მე-5 კლასის მოსწავლისთვის

ვეძებთ ენერგიულ, პოზიტიურ და მონდომებულ ადამიანს (განიხილებიან როგორც სტუდენტები, ისე პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირები) სასკოლო დავალებების მომზადებასა და ბავშვის განვითარებაში დასახმარებლად.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასკოლო დავალებების მომზადებაში დახმარება (მათემატიკა და სხვა ძირითადი საგნები), მასალის მარტივად, გასაგებად და სახალისოდ მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში ეზოში გასეირნება და შემეცნებით-განმავითარებელი თამაშების ორგანიზება;
  • ბავშვის მოტივაციისა და სწავლისადმი ინტერესის მხარდაჭერა.

მოთხოვნები:

  • სკოლის ძირითადი საგნების, განსაკუთრებით მათემატიკის, კარგი ცოდნა;
  • ბავშვებთან კომუნიკაციის, მოთმინებისა და მათი დაინტერესების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ენთუზიაზმი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან რეპეტიტორობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: კვირაში 3 დღე;
  • ხანგრძლივობა: დღეში 3 საათი;
  • დღეები და საათები: შეთანხმებით;
  • ადგილმდებარეობა: ნუცუბიძის მე-4 პლატო;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით — საათობრივი ან ფიქსირებული.