რეგიონალური მენეჯერი- ბათუმი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

რეგიონალური მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

ფინბიურო აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

ფინბიურო აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე აჭარა-გურიაში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
  • მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
  • სტანდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
  • როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
  • არაგეგმური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
  • რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
  • გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

  • გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ