რეანიმაციის ექთანი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის ვიტალური ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- ექიმის დანიშნულების დროული, სწორი შესრულება და საექთნო მოვლის გეგმის განხორციელება;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მედიკამენტების/ერთჯერადი საგნების ხარჯთაღრიცხვა (მათ შორის სპეცკონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა);
- სამედიცინო აპარატურის გამართულობის, უსაფრთხო გამოყენებისა და ჰიგიენური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
- ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლების, დეზინფექცია-სტერილიზაციის წესებისა და შინაგანაწესის (დრესკოდის ნორმების) მკაცრი დაცვა;
- ეფექტური კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მის ოჯახის წევრებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია რეანიმაციულ/კრიტიკულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
- სამედიცინო აპარატურასთან მუშაობისა და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების სრული ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.