პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ მუდმივად მზარდი კომპანიის კრეატიული გუნდის წევრი, დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე,
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. N12
სამუშაო განაკვეთი: 14-15 სამუშაო ღამე
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პურ-ფუნთუშეულის ცხობის პროცესის მართვა, მათ შორის ცხობის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, დროის მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში პურ-ფუნთუშეულის გაფორმება, დაჭრა, გასაშვებად მომზადება;
- პურ-ფუნთუშეულის მომზადების პროცესში რესურსების ეფექტიანად გადანაწილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- პასუხისმგებლობიანობა