სერვისის თანამშრომელი — პისიშოპ.ჯი

პისიშოპ.ჯი — ლოგო
პისიშოპ.ჯი

სერვისის თანამშრომელი

₾1000.0 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს:
https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი

ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • სერვისში მოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიღება და გაფორმება;
  • კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა;
  • პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერის აწყობა;
  • ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მოტივირებულობა;
  • თვითშესწავლის უნარი;
  • სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწავლას და კარიერულ წინსვლას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.