პროექტის საწყობის მენეჯერი- ბათუმი
მეპერსი გთავაზობთ საინჟინრო კომუნიკაციების სრულ პროექტირებას. კომპანია 10 წელზე მეტია მოღვაწეობს საინჟინრო სფეროში. სამუშაო პროცესის მაღალი ხარისხით შესრულებაზე ზრუნავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი.
"მეპერსს" განხორციელებული აქვს არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი და ემსახურება ათეულობით მრავალფუნქციურ თუ საცხოვრებელ კომპლექსს, პრემიუმ კლასის სასტუმროს, ბიზნესცენტრსა და კომერციულ ობიექტს.
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი
დაკავებული თანამდებობა: პროექტის საწყობის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქონლისა და მასალების მიღების, საწყობში სწორად განთავსების, უსაფრთხოდ შენახვისა და გაცემის პროცესის მართვა.
- საწყობში ნივთების სწრაფი მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება.
- საწყობში არსებული საქონლისა და მასალების ოდენობის მუდმივი მეთვალყურეობა.
- საქონლის, მასალებისა და ძირითადი საშუალებების სრული აღრიცხვა და გატარება 1C პროგრამაში.
- საწყობის ნაშთებისა და ბალანსის მუდმივი შემოწმება და 1C-ის მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა.
- საქონლის მიღება-გაცემის შესაბამისი საბუთების სწორად და წესრიგში წარმოება.
- სასაწყობო ჩანაწერებისა და ოპერაციების სიზუსტის მუდმივი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა;
- მიღება-გაცემის, ინვენტარიზაციისა და საბუთების გაფორმების პრინციპების ცოდნა.
ანაზღაურება: 1500 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:
ვებ-გვერდი: http://www.meppers.com
Facebook: meppersGeorgia