პროექტის მენეჯერის სტაჟიორი
"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის სტაჟიორის თანამდებობაზე.
- ზრდის პროგრამით — სტაჟიორიდან პროექტის მენეჯერამდე 1 წელიწადში
- ლოკაცია: თბილისი (ოფისი + მოქმედი ობიექტი)
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სტაჟირება განვითარების პროგრამით
- მენტორი: კომპანიის დამფუძნებელი — უშუალო მენტორობა ობიექტზე
კომპანიის შესახებ
დეკოლაინი 2016 წლიდან მოღვაწე B2B სამშენებლო და სარემონტო კომპანიაა. ვმუშაობთ რეალურ, მასშტაბურ ობიექტებზე.
ფუნქცია-მოვალეობები (სტაჟირების ეტაპზე):
- მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი ობიექტზე მენტორთან ერთად
- პროექტის დოკუმენტაციის წარმოება (გრაფიკი, აქტები, მასალის მოთხოვნები)
- კომუნიკაცია ბრიგადებთან და მომწოდებლებთან მხარდაჭერის რეჟიმში
- შეხვედრების ოქმები და ანგარიშგება
- ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის თვალყურის დევნებაში დახმარება
მოთხოვნები:
- განათლება (დასრულებული ან მიმდინარე): სამოქალაქო მშენებლობა, არქიტექტურა, სამშენებლო მენეჯმენტი ან მონათესავე მიმართულება
- ქართული — თავისუფლად; ინგლისური — უპირატესობა
- MS Office / Excel — მაღალ დონეზე
- პასუხისმგებლობა, სწავლის სურვილი და ობიექტზე მუშაობის მზადყოფნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა — უპირატესობა
რას გთავაზობთ:
- რეალურ ობიექტზე გამოცდილება და სტრუქტურირებული მენტორობა
- მკაფიო კარიერული ზრდა 1 წელიწადში პროექტის მენეჯერამდე
- ოფიციალური დასაქმება