პროექტის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი — არდენზე

არდენზე

პროექტის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია შპს "არდენზე" ავეჯის საწარმო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე ქ. თბილისში:

1. პროექტის მენეჯერი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - შაბათი; 9:00-18:00)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის შეკვეთის/პროექტის კოორდინაცია საწყისი ეტაპიდან საბოლოო ჩაბარებამდე;
  • დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებს შორის კომუნიკაციის და ვადების კოორდინაცია;
  • პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების კონტროლი;
  • კლიენტთან რეგულარული კომუნიკაცია, პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირება;
  • კლიენტთან და დიზაინერთან შეთანხმებული პარამეტრების დოკუმენტირება, წარმოების პროცესისთვის მომზადება;
  • წარმოშობილი ხარვეზების დროული გამოვლენა და გადაწყვეტილებების მიღება;
  • ობიექტზე მონტაჟის პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
  • პროექტის დასრულების შემდეგ საბოლოო ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია ავეჯის, ინტერიერის ან სამშენებლო სფეროში);
  • პარალელური პროექტების ერთდროულად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) და პროექტის მართვის სისტემების ცოდნა.

2. წარმოების ხელმძღვანელი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი; 9:00 -18:00)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური მართვა;
  • საწარმოო გეგმის შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა;
  • პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და გუნდის ზედამხედველობა;
  • მასალებისა და ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარების გამართული მუშაობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტური გამოყენება;
  • საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან წარმოების მაჩვენებლებზე.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება წარმოების ან საწარმოო პროცესის მართვის მიმართულებით (სასურველია ავეჯის ან ხის დამუშავების სფეროში);
  • გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • საწარმოო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.