პროექტის მენეჯერი — გრავიტა

გრავიტა — ლოგო
გრავიტა

პროექტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პოზიციის დასახელება - პროექტის მენეჯერი

სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური დეპარტამენტი

უშუალო ხელმძღვანელი - ტექნიკური დირექტორი

დაქვემდებარებული პოზიციები - საიტის პროექტის მენეჯერი, პროექტის მენეჯერის ასისტენტი

მინიმალური სამუშო გამოცდილება - 5 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მართვა;
  • გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით; ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
  • შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან;
  • პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა;
  • პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ხელშეკრულებების გაკეთება და კონტროლი
  • თანხის გადახდის მოთხოვნის მომზადება ქვეკონტრაქტორებისთვის ან მუშახელისთვის და დირექტორთან წარდგენა დადასტურებისთვის;
  • შენობის პასპორტის დოკუმენტაციის შექმნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ