პროექტების მენეჯერი
კომპანია „ჩივე საქართველო“ არის ქართული კომპანია, რომელიც ადგილობრივად აწარმოებს მეტალის შეკიდული ჭერის სისტემებს.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტების მენეჯერს, რომელსაც სურს გახდეს ქართული საწარმოს გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოს კომპანიის განვითარებაში.
📍 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილის რაიონი, ა. თვალჭრელიძის ქუჩის III შესახვევი, №4ა
მოვალეობები:
- ახალი კლიენტებისა და პროექტების მოძიება;
- გაყიდვების სრული პროცესის მართვა;
- პროექტების გაცნობა, ტექნიკური ინფორმაციის დამუშავება და საჭიროებების განსაზღვრა;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- კომერციული შეთავაზებებისა და ინვოისების მომზადება;
- პროექტების მართვა შეკვეთის მიღებიდან სამუშაოების სრულ დასრულებამდე;
- პროექტის მიმდინარეობის კოორდინაცია კლიენტთან და სამონტაჟო ჯგუფთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ბიზნესმოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გამოცდილება;
- პროექტების დაგეგმვის, მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების — Word, Excel და PowerPoint — კარგად ცოდნა;
- DWG ფორმატის ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
- სამშენებლო კომპანიებთან ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უპირატესობები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე პროექტისა და ამოცანის მართვის უნარი;
- ინიციატივიანობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;