პროექტების მართვის მენეჯერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტების, დაგეგმვა, განხორციელება და დასრულების ეტაპების ვადების მონიტორინგი; ** პროექტის დეტალური გეგმის შემუშავება (ვადები, რესურსები, ბიუჯეტი) და შესრულების მუდმივი კონტროლი; ** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, პროგრესის შეფასება და შესაძლო რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა; ** შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან, რეგიონულ სამსახურებთან და გარე კონტრაქტორებთან კოორდინაცია; ** პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება; ** პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ** პროექტის მიმდინარეობის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების წარმოდგენა და პროცესების ოპტიმიზაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო ან მომიჯნავე სფეროში); ** პროექტების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა; ** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel); ** სასურველია პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტის უნარი და ორგანიზებულობა; ** კომუნიკაციის მაღალი უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება; ** დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.