პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი — სხივი+

სხივი+ — ლოგო
სხივი+

პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი

₾2300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ნაშთების კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ანაზღაურება: 1700 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600 ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.