პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით — ინტელკომ ჯგუფი

ინტელკომ ჯგუფი — ლოგო
ინტელკომ ჯგუფი

პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ინტელკომ ჯგუფი — IT დისტრიბუციისა და სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში — ეძებს პროდუქტის მენეჯერს ქსელების მიმართულებით.

პოზიცია მოიცავს ქსელური პროდუქტების მართვას, ქსელური გადაწყვეტების ჩამოყალიბებას და პროდუქტების სტრატეგიული განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქსელების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ქსელის ინჟინერი, PreSales ინჟინერი ან პროდუქტის მენეჯერი);
  • როუტერებისა და სვიჩების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება, ვენდორებთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ისე ვერბალურად);

ანაზღაურება და ბენეფიტები:

  • ხელფასი: 3 000 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში, მათ შორის: მომწოდებლებთან სამუშაო ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, კონფერენციები და პროფესიული ღონისძიებები;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა — საერთაშორისო ტრენინგები, ვენდორული და ინდუსტრიული სერტიფიკაციები.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. — ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
  • სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
  • შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.