პროდუქტ მენეჯერი — SGS Dental Georgia

SGS Dental Georgia

პროდუქტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

SGS Dental-ის საიმპლანტაციო სისტემების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სტომატოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი);
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მსგავს სფეროში მუშაობისა და პროდუქციის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (განსაკუთრებით სტომატოლოგიურ სფეროში);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint);

დამატებითი მოთხოვნები:

  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის (საიმპლანტაციო სისტემების) სიღრმისეული შესწავლა, პოზიციონირება და ბაზარზე დანერგვა;
  • ექიმ-სტომატოლოგებთან და კლინიკებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • პროდუქტის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ჩვენს შესახებ:

კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SGSdentalG