მიტანის სერვისის ოპერატორი
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს მიტანის სერვისის ოპერატორის ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი
გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
მოვალეობები:
- აპლიკაციებში (Glovo, Wolt და სხვა) მიღებული შეკვეთების კონტროლი;
- კურიერებისათვის გამზადებული შეკვეთის გაცემა შესაბამისი წესით;
- მიტანის სერვისის ცხელ ხაზზე შემოსული შეკვეთების მართვა;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.