პედაგოგის დამხმარე ასისტენტი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" 18+ დღის ცენტრი, მის: თბილისი, დიდუბე (მეტრო წერეთლის მიმდებარედ) თევდორე მღვდლის 46, აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 სამუშაო დღეს 10 - 16 საათამდე.
ხელფასი: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;
- ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ;
- ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
- შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა;
- გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;
- ორგანიზაციის შინაგანაწესის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც (სასურველია, ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და ა.შ.). შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს!
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
- სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
- დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
- კეთილსინდისიერება/სანდოობა;
- მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
- სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
- კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
- ადაპტაციის უნარი;
- პუნქტუალობა.
შერჩევის პროცედურა:
- CV-ის (ქართულ ენაზე) განხილვა;
- გასაუბრება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2026