პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახ. მენეჯერი — ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახ. მენეჯერი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29.

ფუნქციები:

  • ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობა და მონიტორინგი:
    • პაციენტების ნაკადის კონტროლი: ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, კლინიკის საინფორმაციო პროგრამიდან დეპარტამენტში შემოსული, გაწერილი ან სხვა განყოფილებებში გადაყვანილი პაციენტების სიის ამოღება.
    • მონაცემთა შედარება: პროგრამიდან მიღებული სიის შედარება/ვერიფიკაცია შესაბამის განყოფილებაში არსებულ ფიზიკურ (სამუშაო) ჟურნალთან ცდომილებების აღმოფხვრის მიზნით.
    • სახელმწიფო პორტალის მართვა: სამედიცინო შემთხვევის დასრულებიდან (გაწერიდან) 24 საათის განმავლობაში სამედიცინო ისტორიის დროული და უშეცდომო დახურვა შესაბამის სახელმწიფო პორტალზე.
  • ფინანსური მენეჯმენტი და პაციენტებთან კომუნიკაცია:
    • კალკულაციის კონტროლი: სამედიცინო მომსახურების ფინანსური კალკულაციების სისწორისა და სიზუსტის შემოწმება.
    • პაციენტთა ინფორმირება: პაციენტის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დეტალური ინფორმირება ფინანსური საკითხების (თანაგადახდა, დაუფარავი ხარჯები) შესახებ პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე.
    • დავალიანებების მართვა: პაციენტის მხრიდან კლინიკისადმი ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, იურისტსა და პაციენტს/პასუხისმგებელ პირს შორის კონტაქტის დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა და პროცესის კოორდინაცია.
  • სადაზღვევო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა:
    • სადაზღვევო შემთხვევების მართვა: კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართა მიღებისას, შემთხვევის დადგომის, მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ შეტყობინებების დროული გადაცემა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად).
    • სამედიცინო სერვისების შეთანხმება: მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარების ან სხვა სპეციფიკური სერვისების დაწყების წინასწარი შეთანხმება სადაზღვევო კომპანიებთან.
    • საგარანტიო წერილების დამუშავება: კერძო სადაზღვევო კომპანიების, მერიების, გამგეობებისა და რეფერალური პროგრამის საგარანტიო წერილების არსებობისას, შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მოძიება, სისტემატიზაცია და ჩაბარება სამედიცინო მომსახურების აღრიცხვისა და ანგარიშგების მართვის სამსახურში.
  • დოკუმენტბრუნვა და ხარისხის კონტროლი:
    • ისტორიების არქივირება/ჩაბარება: კვირაში ერთხელ დასრულებული და სრულყოფილად შევსებული სამედიცინო ისტორიების ორგანიზებული ჩაბარება კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურში.
    • რეპორტინგი: უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება და პერიოდული ანგარიშგება.
  • უნივერსალური ჩანაცვლების ფუნქცია:

    როტაციისა და საჭიროების პრინციპით, ნებისმიერი დეპარტამენტის მენეჯერის (კარდიოლოგიური დეპარტამენტი, პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი, თერაპიული დეპარტამენტი, ER/გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიული დეპარტამენტი) არყოფნის (შვებულება, ბიულეტენი და სხვ.) პერიოდში მისი მოვალეობების სრულად შესრულება, რაც გულისხმობს კონკრეტული დეპარტამენტის სპეციფიკის სწრაფად მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლების მქონე და მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული თვისებები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპეტენტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 15 სექტემბერი.