პარტნიორი ობიექტების მენეჯერი
"JOY" არის ქართული გამაგრილებელი სასმლის ბრენდი, რომლის პროდუქციაც იყიდება საქართველოს მასშტაბით 1000+ ორგანიზებულ და არა ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტში. "JOY" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპისთვის ეძებს შესაბამის ადამიანებს, რათა თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა შედგებოდეს ისეთი კადრებისგან, ვინც სტრუქტურის კონკრეტულ რგოლებს შესაბამისად აამოქმედებს.
პოზიცია: Key Account Manager — პარტნიორი ობიექტების მენეჯერი
რას გთავაზობთ:
- ხელფასი: ₾1, 800-₾2, 000 + ბონუსი
- ბონუსი დამოკიდებულია ორ მაჩვენებელზე: ქსელებიდან გაყიდული პროდუქციის რაოდენობა და თაროზე ხელმისაწვდომობის პროცენტი. პირველი ზომავს მოცულობას, მეორე - ხარისხს. ორივე შენს კონტროლშია
- ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა - იცი ზუსტად რაზე ხარ პასუხისმგებელი და რაზე არა
- სამუშაო განაკვეთი - სრული
რას გააკეთებ:
შეკვეთების მენეჯმენტი
- ყველა ქსელიდან შეკვეთების შეგროვება და სისტემაში შეყვანა;
- შეკვეთის რაოდენობის სწორი ანალიზი და შემდგომი შეთავაზება ფილიალის რეალური გაყიდვების მიხედვით;
თაროზე ხელმისაწვდომობა
- მარაგების ამოწურვის შემთხვევების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- პლანოგრამის დაცვის კონტროლი;
- სარეკლამო აქციების შესრულების უზრუნველყოფა ფილიალის დონეზე;
ქსელებთან ურთიერთობა
- ყოველდღიური კომუნიკაცია კატეგორიის მენეჯერებთან და ფილიალების პერსონალთან;
- ქსელის თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტის, აქციებისა და სიახლეების შესახებ;
- კონტრაქტის პირობების ყოველწლიური განახლების მომზადება;
ციფრები
- თითოეული ქსელისა და ფილიალის გაყიდვების თვალყურის დევნება;
- ფილიალების კატეგორიზაცია გაყიდვების/შეკვეთების მიხედვით;
- ყოველკვირეული რეპორტინგი: გაყიდული პროდუქცია, აქტიური ფილიალები, თაროზე ხელმისაწვდომობა, ამოწურვის შემთხვევები
ვის ვეძებთ:
აუცილებელი
- 2-4-წლიანი გამოცდილება FMCG, დისტრიბუციაში ან საცალო ვაჭრობაში
- ანალიტიკური აზროვნება - ამ საქმის ნახევარი ციფრებში პასუხების პოვნაა
- Excel/Google Sheets თავისუფლად - ფორმულები, ფილტრები, ცხრილები. ყოველდღიურად იმუშავებ გაყიდვების რეპორტთან;
- ორგანიზებულობა - ერთდროულად რამდენიმე ქსელი, ათეულობით ფილიალი და თითოეულს თავისი შეკვეთის გრაფიკით, ეს ის მოცემულობაა, სადაც ორგანიზებულობა პრიორიტეტია.
- სწორი კომუნიკაციის უნარი - კომუნიკაცია გექნება როგორც კატეგორიის მენეჯერთან, ისე ფილიალის თანამშრომლებთან.
უპირატესობა
- ორგანიზებულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური შეკვეთების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასმელების ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის ბაზრის ცოდნა;