ორგანიზაციის დირექტორი — SABUKO

SABUKO

ორგანიზაციის დირექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე.

"საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" შესახებ:

"საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს. ორგანიზაციის მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა.

"საბუკო" წარმოადგენს BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, ადგილობრივ პარტნიორს.

ზოგადი წარდგენა:

"საბუკოს" გამგეობა ეძებს შესაბამის კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციას, უხელმძღვანელებს მის მუშაობას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მართვის/ზედამხედველობის გზით. დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი/ანგარიშვალდებულია "საბუკოს" გამგეობის წინაშე, ეკისრება სტრატეგიული და სამოქმედო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ორგანიზაციის და თანამშრომლების საქმიანობის მაღალი ხარისხი, ფინანსური კეთილდღეობა, ძლიერი და მზარდი პროგრამები ორგანიზაციის მისიის შესრულებისთვის.

სამუშაო მოვალეობები:

  • ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების, გამგეობის, გარე კონსულტანტების და სერვისების ხელშეწყობით;
  • ორგანიზაციის სამუშაოს და პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
  • თანამშრომლებისა და პარტნიორების ხელმძღვანელობა `საბუკოს` პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების წარმატებით განხორციელების მიზნით;
  • ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის განვითარების ხელმძღვანელობა და მისი განხორციელების კონტროლი;
  • პროგრამების ინიცირება, ზედამხედველობა და შეფასება, `საბუკოს` სტრატეგიის და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად;
  • ახალი ურთიერთობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შექმნა/გაძლიერება, `საბუკოს` მისიის მხარდაჭერისათვის;
  • ბიუჯეტის რეგულარული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) მიმოხილვის კოორდინაცია და მართვა, პერიოდული ფინანსური პროგნოზების მიმოხილვა;
  • ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების ყველა მოთხოვნებთან;
  • შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • დონორებისა და გამგეობისათვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის გამგეობასთან, ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტების შედგენა/წარდგენის ჩათვლით;
  • ფართო აუდიტორიისათვის "საბუკოს" და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • "საბუკოს" პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ფონდების მოძიებისა და შემოსავლების გაზრდის სტრატეგიების მეთვალყურეობა/ხელშეწყობა;
  • "საბუკოს" წევრობის გაფართოების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მინ. მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
  • არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიაში, ან სამთავრობო სტრუქტურაში;
  • ორგანიზაციის მართვის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსების მართვის გამოცდილება;
  • ფონდების მოძიების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

სასურველია:

  • მოხალისეთა მოზიდვისა და ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვის გამოცდილება;
  • ორგანიზაციაში წევრების მოზიდვის გამოცდილება;
  • მჭიდრო ურთიერთობები აკადემიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ბიზნესებთან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ლიდერობის და პერსონალის მართვის უნარები;
  • გუნდური მოთამაშე, რომელსაც აქვს სხვათა მოსაზრებებისა და წვლილის მოძიებისა და გამოყენების უნარი;
  • ეფექტიანი პარტნიორობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი, დიპლომატიის და თანამშრომლობითი მიდგომით პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა.

სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი.

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გასულ კანდიდატებთან.