ოპერაციული დირექტორი — Estemed

Estemed

ოპერაციული დირექტორი

₾10000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Estemed LLC იწვევს გუნდში ოპერაციულ დირექტორს (COO).

ჩვენ ვეძებთ ძლიერ, სისტემურ და სანდო ხელმძღვანელს, რომელიც სრულად აიღებს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვას და გახდება მთავარი დამაკავშირებელი რგოლი CEO-სა და გუნდს შორის.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისთვის დავალებების განსაზღვრა, ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულების კონტროლი;
  • დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულებებისა და შიდა ადმინისტრაციული პროცესების კონტროლი;
  • პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და მხარდაჭერა;
  • შეთანხმებების სრულად მართვა — მოლაპარაკების ეტაპიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე;
  • შიდა ბიზნესპროცესებისა და რეგულაციების შემუშავება, დანერგვა და ოპტიმიზაცია;
  • ოპერაციული დისციპლინისა და გუნდის მუშაობის ეფექტიანობის კონტროლი;
  • ოპერაციული პრობლემების გამოვლენა და მათი დროული გადაჭრის ორგანიზება;
  • კომპანიის ძირითადი ვადების, პროექტებისა და მიმდინარე ამოცანების კონტროლი;
  • CEO-სთვის რეგულარული მენეჯერული ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის სტაბილური და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა ისე, რომ CEO-ს არ დასჭირდეს მიმდინარე საოპერაციო საკითხებში მუდმივი ჩართულობა.

კანდიდატისადმი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სავალდებულოა — Business Administration, Management, Economics, Finance, Law ან მონათესავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • გუნდისა და ოპერაციული პროცესების მართვის დადასტურებული გამოცდილება;
  • დავალებების განსაზღვრისა და მათი შესრულების კონტროლის გამოცდილება;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულებებსა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბიზნესპროცესების ჩამოყალიბებისა და კონტროლის უნარი;
  • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები;
  • სისტემურობა, დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვისა და ამოცანების კონკრეტულ შედეგამდე მიყვანის უნარი.

ენების ცოდნა — სავალდებულოა:

  • ქართული — C1
  • რუსული — C1
  • ინგლისური — C1
  • კანდიდატს სამივე ენაზე თავისუფლად უნდა შეეძლოს საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, წერილობითი კომუნიკაცია და დოკუმენტაციაზე მუშაობა.

პირობები:

  • ხელფასი: 7000-10 000 GEL, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • უშუალო მუშაობა კომპანიის CEO-სთან;
  • ხელმძღვანელი პოზიცია მაღალი დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხით.

მნიშვნელოვანია:

ესთეტიკურ მედიცინაში ან სამედიცინო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის.

ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ძლიერი მენეჯერული გამოცდილება, სისტემური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ბიზნესის სპეციფიკაში სწრაფად გარკვევის უნარი.

ჩვენ ვეძებთ ხელმძღვანელს, რომელსაც შეგვიძლია ვანდოთ კომპანიის ოპერაციული მართვა და დარწმუნებული ვიყოთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შესრულდება, ხოლო დასახული ამოცანები — კონკრეტულ შედეგამდე იქნება მიყვანილი.