ოპერაციების მენეჯერი — აგრონომი

აგრონომი — ლოგო
აგრონომი

ოპერაციების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

  • სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 17:30, ერთი საათი შესვენება;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • ანაზღაურება: მოლაპარაკების საკითხია, დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების გადახდის გრაფიკის კონტროლი, გადახდის თარიღის შეხსენება, დავალიანების დაფარვის შესახებ შეხსენება;
  • დავალიანებებთან და გადახდებთან დაკავშირებით მიმდინარე მდგომარეობის შესახებ რეპორტის მომზადება და მუდმივი კოორდინაცია ფინანსურ დეპარტამენტთან;
  • კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • შეხვედრების ორგანიზება მომხმარებლებთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და სხვა საქმიან შეხვედრებთან დაკავშირებით;
  • მომსახურების ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია (იურისტი, IT მენეჯერი, რეკრუტინგის მენეჯერი, სადაზღვევო კომპანია, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი);
  • საქართველოს ფოსტასთან ურთიერთობა, ამანათის გაგზავნა / მიღება;
  • საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება სხვადასხვა სამსახურისთვის (ტაქსის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია);
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა;
  • სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა;
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელი მოთხოვნაა Microsoft Office Excel - ის კარგად ცოდნა და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • გუნდურობა;
  • პროცესებისა და დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო მობილურ სასაუბრო დროს;