ონლაინ შეკვეთების მენეჯერი
კომპანია "MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
"MS holding" გეძებს შენ ონლაინ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ონლაინ შეკვეთების სრული ციკლის მართვა: მიღებიდან მომხმარებლისთვის წარმატებულ მიწოდებამდე;
- შემოსული შეტყობინებების დროული დამუშავება;
- შეკვეთების რეგისტრაცია და მართვა APEX პროგრამაში;
- მიწოდების პროცესის კონტროლი;
- მომხმარებლის კონსულტირება პროდუქციის, ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ონლაინ შეკვეთების მართვის, ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა, #4;
- სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 2 დღე ოფისიდან, 3 დღე დისტანციურად;
- დასვენება კვირაში 2 დღე, რომლებიც არ ემთხვევა შაბათ-კვირას;
- სამუშაო საათები: ოფისიდან: 09:30-18:00; დისტანციურად: 13:00-21:00;
- ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, სამი თვის შემდეგ ფიქსირებული 1500 ₾ + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
- სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.