ონლაინ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი- თბილისი, გორი
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA) აცხადებს ვაკანსიას ონლაინ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. გორი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება:
- ქ. თბილისი - 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე);
- ქ. გორი - 800 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე).
ჩვენს შესახებ:
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" აერთიანებს ქართულ კომპანიებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს ერთიან სივრცეში. ასოციაცია ქმნის ინოვაციურ პროექტებს ბიზნესის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს წევრი კომპანიებისთვის რეალური ღირებულების შექმნას.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი წევრების/კლიენტების მოზიდვა: ასოციაციის წევრობის/პროდუქტების/ სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა;
- არსებულ წევრებთან/კლიენტებთან ურთიერთობის მართვა: გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
- მოლაპარაკებების წარმოება: პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან/წევრებთან შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმართვა;
- ბაზრის კვლევა: ბიზნეს გარემოს, პოტენციური წევრებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- გაყიდვების გეგმის შესრულება: ყოველთვიური/კვარტალური გაყიდვების გეგმების დადგენა და ეფექტური შესრულება;
- რეპორტინგი: გაყიდვების შედეგებისა და აქტივობების შესახებ რეგულარული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით);
- გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B გაყიდვებში);
- კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Power-Point) და CRM სისტემის ცოდნა (სასურველია);
- ენების ცოდნა: სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- მაღალი კომუნიკაბელურობა: გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი: ადამიანების დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა: დამოუკიდებლად და დროის ეფექტური მართვით მუშაობის უნარი;
- მიზანზე ორიენტირებულობა: დასახული მიზნების მიღწევის მოტივაცია და უნარი;
- პრეზენტაბელურობა და ენერგიულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი.
მნიშვნელოვანია: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"SGBA" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც "SGBA" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე;
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.