ონლაინ გაყიდვებისა და შეკვეთების მენეჯერი — ბრენდი საუკუნე

ბრენდი საუკუნე

ონლაინ გაყიდვებისა და შეკვეთების მენეჯერი

₾1600.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ბრენდი "საუკუნე" ეძებს ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გოგონას, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვების გამართულ მართვას. დისტანციური დასაქმება არ არის გათვალისწინებული. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი (გთხოვთ, გაითვალისწინოთ ლოკაცია განაცხადის შეტანამდე) სამუშაო საათები: 11:00-20:00 სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე ძირითადი მოვალეობები: ** Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების დროული და თავაზიანი დამუშავება ** პოსტების კომენტარებზე პასუხის გაცემა და კლიენტებთან კომუნიკაციის წარმართვა ** შეკვეთების მიღება, მომზადება და სათანადო შეფუთვა ** საკურიერო სამსახურთან კოორდინაცია და ამანათების გაგზავნის ორგანიზება ** "საუკუნეს" კოლექციის, ზომების, მასალებისა და მახასიათებლების შესწავლა და კლიენტების სრულყოფილი კონსულტაცია მოთხოვნები: ** გამართული ქართული წერითი მეტყველება და თავაზიანი კომუნიკაციის სტილი ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა — აუცილებელი ** ორგანიზებულობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ ** Facebook და Instagram-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ** სწავლის სურვილი და პროდუქტის ასორტიმენტის სწრაფად ათვისების უნარი ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება — სასურველია ანაზღაურება: ** ფიქსირებული სარგო: 1 350 ლარი ** ბონუსი: შეკვეთების მოცულობის 1% (სავარაუდოდ 150-250 ლარი/თვეში) ** სავარაუდო ჯამური შემოსავალი: 1500 - 1600 ლარი