ოჯახის ექიმის ასისტენტი ამბულატორიულ განყოფილებაში
შპს მედიქლაბჯორჯია (MCG) დაარსდა 1999 წელს და წარმოადგენს მრავალპროფილურ წამყვან კლინიკას, რომელიც დაკომპლექტებულია წამყვანი პროფესიონალებით. 26 წლის განმავლობაში მედიქლაბჯორჯია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მისიაა, ინოვაცია. ხედვა. პროფესიონალიზმი.
მედიქლაბჯორჯია აცხადებს ვაკანსიას: ოჯახის ექიმის ასისტენტი ამბულატორიულ განყოფილებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საექთნო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (არა სტუდენტი)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00, (1 საათი შესვენება) შაბათს 09:30-14:00-მდე;
ძირითადი მოვალეობები:
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება,
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების წესების დაცვა და მოწესრიგება, მათ შორის სამედიცინო ბარათების, დანიშნულების ფურცლების, ჩატარებული კონსულტაციების, კვლევების შედეგების, ოქმების, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა/უარყოფის ფურცლების ჩათვლით,
- საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს პაციენტს თანხლება კლინიკის ტერიტორიაზე,
- ზედამხედველობა გაუწიოს პაციენტებთან ვიზიტორების დადგენილი წესების დაცვას და ა.შ