ოჯახის ექიმი- ბათუმი — უნისონი

უნისონი — ლოგო
უნისონი

ოჯახის ექიმი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (2 სამუშაო შაბათი)

ნახევარი განაკვეთი (10:00 -15:00 ან 15:00-18:00)

ლოკაცია: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეული პირებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულის პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა;
  • დაზღვეულისთვის მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში;
  • სამედიცინო ისტორიის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტენი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
  • დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
  • გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით;
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ