ოჯახის ექიმი
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაზღვეული პირებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა მოქმედი კლინიკური გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების შესაბამისად
- პაციენტის პირველადი გასინჯვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების გაცემა
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების, ასევე ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციების საჭიროების განსაზღვრა
- დაზღვეულებისთვის მიმართვების გაცემა სამედიცინო ჩვენებისა და სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით
- პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციისა და ისტორიის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა (ფორმა №100/ა, ავადობის ფურცელი (ბიულეტენი), დანიშნულების ფურცელი და სხვა)
- პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკური მეთვალყურეობა და საჭიროებისამებრ სატელეფონო კომუნიკაცია
- დადგენილი პერიოდულობით ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- ოჯახის ექიმის მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ქვეყანაში მოქმედი კლინიკური გაიდლაინებისა და სამედიცინო სტანდარტების ცოდნა
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
- პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.
ანაზღაურება: ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად