ოჯახის ექიმი — კლინიკა რეიმანი

კლინიკა რეიმანი — ლოგო
კლინიკა რეიმანი

ოჯახის ექიმი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტების მიღება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გასინჯვა, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება ჰოლისტური მიდგომის გათვალისწინებით, პრობლემის/დიაგნოზის ფორმულირება, სამუშაო გეგმის შედგენა, პარაკლინიკური გამოკვლევების და რეფერალის დაგეგმვა და ორგანიზება, პრევენციული, სამკურნალო, სარეაბილიტაციო რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მეთვალყურეობა.
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ძირითადად, ელექტრონულ ფორმატში და სათანადო მონაცემების შეყვანა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემასა და სხვა მონაცემთა ბაზებში;
  • სამედიცინო (ფორმა №IV-100/ა, საავადმყოფო ფურცელი, სხვადასხვა ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება;
  • პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, პაციენტების ხანგრძლივი მეთვალყურეობა, აქტიური მოკითხვა;
  • სადაზღვევო ფინანსური დოკუმენტაციის გაცემისას სადაზღვევო პოლისის პირობების დაცვა;
  • პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაციის კოორდინირების უზრუნველყოფა;
  • ელექტროკარდიოგრამის გადაღება/ინტერპრეტაცია და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულება;
  • კლინიკის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან კოლეგიალური ურთიერთობა;
  • სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა;
  • ფარმაცევტულ თუ სხვა ინდუსტრიასთან ურთიერთობისას კლინიკის შიდა პოლიტიკის დაცვა;
  • კლინიკის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“. გამონაკლისის სახით დასაშვებია სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „შინაგანი მედიცინა“.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ცოდნა, უნარები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა სამედიცინო ლიტერატურის კითხვის დონეზე);
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 36 სამუშაო საათი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:

  • ქ.თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. N3
  • ქ.თბილისი, არტურ ლაისტის ქ.N1 (ისანი)

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული რეზიუმეების ანალიზი და წინასწარი შერჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • ტესტირება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

გისურვებთ წარმატებებს!