ოფისის მენეჯერი — Carexpress

Carexpress

ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

20 წლიანი გამოცდილებით კომპანია " ქარექსპრესი " ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან. "ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო საათები: 10:00-18:00 დასვენების დღე: კვირა ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** კორპორატიული ფოსტის და კომპანიის კომუნიკაციების მართვა. ** ოფისის მუშაობის კონტროლი და მისი უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ** კლიენტებთან მუშაობა (კონსულტაცია, მხარდაჭერა, საკითხების გადაჭრა). ** საქმისწარმოების მართვა და დოკუმენტაციასთან მუშაობა. ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (დამატებით ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა. პირობები: ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები ** მეგობრული კოლექტივი და მხარდაჭერა მუშაობის ყველა ეტაპზე ** კორპორატიულ დაზღვევას ** FitPass