მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი — ფართსარეა

ფართსარეა

მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი

₾1500.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ფართსარეა" (PARTSAREA LLC) არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ახორციელებს უმაღლესი ხარისხის აგრო-ტექნიკის, სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მაღალი დონის პროფესიონალური მომსახურება. კომპანია აფართოებს გუნდს და იწვევს ენერგიულ, მოტივირებულ კანდიდატებს მაღაზიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მაღაზიაში შემოსული კლიენტების თავაზიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურება; ** გაყიდული ნაწილების გატარება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსში; ** პროდუქციის მიღება საწყობიდან, თაროზე განთავსება და ფასის მაჩვენებლის მინიჭება; ** საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის ინვენტარიზაციის (აღწერის) პროცესში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა; ** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა); ** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** ახალი პროგრამების (მათ შორის, სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსის") სწრაფად ათვისების უნარი. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა და სამუშაო დროის ეფექტური მართვა; ** მომხმარებელთან თავაზიანი, ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი პროდუქციისა და ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად ათვისების უნარი. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: - 1500 ლარი თვეში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 18:00, შაბათი: 09:00-16:00 ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა