ნევროლოგიის დეპარტამენტში მორიგე ექთანი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას ნევროლოგიის დეპარტამენტში მორიგე ექთნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო სპეციალიზებული განათლება, დიპლომირებული ექთანი;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- საექთნო მანიპულაციების შესრულება, პაციენტის მოვლა/მეთვალყურეობა;
- საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
- კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება;
- შიდა სტანდარტების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განრიგი:
მორიგე - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.