ნეონატოლოგიური ექთანი — ჟორდანიას კლინიკა

ჟორდანიას კლინიკა — ლოგო
ჟორდანიას კლინიკა

ნეონატოლოგიური ექთანი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ნეონატოლოგიური (ბავშვთა სპეციალიზირებული მოვლის) ექთნის პოზიციაზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, 24სთ მორიგეობა)

განყოფილება: ნეონატოლოგია - ბავშვთა სპეციალიზებული მოვლა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ