მზარეულის დამხმარე
თანამედროვე დანადგარების საშუალებით, კომპანია "ლუმბა" ქმნის ჯანსაღ, ნუტრიციულად მდიდარ, ყოველგვარი დანამატებისგან თავისუფალ წასახემსებლებს.
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, 65, თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტების შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** დანადგარების გამოყენების სრულყოფილი ცოდნა;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** პროდუქტის შეფუთვაში მონაწილეობის მიღება;
** მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა (HACCP);
საჭირო უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, გუნდურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ, საინტერესო და დინამიურ სამსახურს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე