მზარეული — ყავის ლაბორატორია

ყავის ლაბორატორია — ლოგო
ყავის ლაბორატორია

მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ყავის ლაბორატორიის" გუნდს ვეძებთ მზარეულის პოზიციაზე!

ჩვენ შესახებ

"ყავის ლაბორატორია" 2016 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი Specialty Coffee ქსელია საქართველოში.

ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდება მაღალი ხარისხის ადგილზე მოხალული ყავა, სამზარეულო და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება. გარდა კაფე-რესტორნების ქსელისა, ვამარაგებთ პარტნიორ ბიზნესებს Specialty ყავით და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ყავის ინდუსტრიის არაერთ საერთაშორისო ბრენდს.

თუ გსურს იმუშაო მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

  • ენერგიული
  • პასუხისმგებლობიანი
  • მოწესრიგებული
  • სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

  • კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება
  • კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ