მზარეული — რესტორანი ბლუ ფოქსი

რესტორანი ბლუ ფოქსი — ლოგო
რესტორანი ბლუ ფოქსი

მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "The Blue Fox Hotel" -ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი.

პოზიციის დასახელება: მზარეული

ლოკაცია: თბილისი

ექვემდებარება: შეფ მზარეულს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება
  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • კვებას და კორპორაციულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას