მზარეული
"Ulupa" არის სახლის მზარეულების ონლაინ-პლატფორმა საქართველოში. ჩვენ ვაკავშირებთ ნიჭიერ მზარეულებს მომხმარებლებთან, რომლებსაც სურთ ნამდვილი, სახლური საკვები.
ვიწვევთ სახლის მზარეულებს თანამშრომლობისთვის მოქნილ, შეკვეთებზე დაფუძნებულ მოდელში.
თუ გემრიელად ამზადებ და გინდა საკუთარი სამზარეულოდან შემოსავალი — შემოგვიერთდი.
ვის ვეძებთ:
- ვინც გემრიელად ამზადებს სახლში
- ვისაც სურს დამატებითი შემოსავალი მოქნილი გრაფიკით
- ვინც ზრუნავს კერძების ხარისხსა და სისუფთავეზე
თანამშრომლობის მოდელი:
თქვენ ამზადებთ საკუთარი სამზარეულოდან, საკუთარი გრაფიკით. დამოუკიდებლად განსაზღვრავთ მენიუს, ფასებსა და ხელმისაწვდომ დღეებს. შემოსავალს იღებთ თითოეულ შესრულებულ შეკვეთაზე — ფიქსირებული სამუშაო საათებისა და ვალდებულებების გარეშე.
პლატფორმა უზრუნველყოფს:
- მომხმარებლების მოზიდვას
- ონლაინ გადახდების დამუშავებას
- მიტანის ან თვითწაღების ორგანიზებას
- ტექნიკურ მხარდაჭერას
მოთხოვნები:
- სახლური კერძების ხარისხიანად მომზადების უნარი
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამზარეულოს ფოტომასალა (ვერიფიკაციისთვის)
- ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
პირობები:
- ლოკაცია: თბილისი (მუშაობა საკუთარი სამზარეულოდან)
- თანამშრომლობის ფორმა: მოქნილი, შეკვეთებზე დაფუძნებული
- ანაზღაურება: შემოსავალი თითოეულ შესრულებულ შეკვეთაზე
რეგისტრაცია: ulupa.ge — განყოფილება "გახდი მზარეული"
Ulupa - ერთი ულუფა - შენი ოჯახის პირადი მზარეულისგან