მზარეული — Coffeeshop Company Georgia

Coffeeshop Company Georgia

მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ყავის კომპანია "coffeeshop company georgia" საერთაშორისო ფრენჩაიზის ქსელის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ცნობილი ვენური ყავის სახლების კულტურით. 8 წელზე მეტია, ჩვენი კომპანია ქმნის უნიკალურ ყავის გამოცდილებას თბილისში, პრემიუმ ყავის, თბილი ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის მომსახურების შერწყმით.

ყავის კომპანია "COFFEESHOP COMPANY GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე/2 დღე დასვენება.

სამუშაო ადგილი: გალაქტიონ ტაბიძის 10, ილო მოსეშვილის 11.

ძირითადი მოვალეობები:

  • კერძების მომზადება კომპანიის რეცეპტების და არსებული კალკულაციების მიხედვით;
  • რეცეპტების ზუსტი დაცვა;
  • სამზარეულოს სისუფთავის, HACCP სტანდარტების დაცვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.