მზარეული — რესტორანი ლიტერა

რესტორანი ლიტერა

მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბლის ქუჩა 13

სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსია არის სეზონური, გაგრძელდება 6 თვის მანძილზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
  • კერძების ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და სწორი პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • ყოველდღიურ სამზარეულოს პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
  • ინვენტარისა და პროდუქტის სწორი და ეკონომიური გამოყენება;
  • HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • სასურველია პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი კურსები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • პროფესიული უნარების განვითარების მოტივაცია;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კვებას;
  • მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ