მზარეული — რესტორანი ბაღი

რესტორანი ბაღი

მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პოზიცია: მზარეული

იურიდიული ერთეული: შპს "ლინჩი", რესტორანი "ბაღი"

მისამართი: ქ. თბილისი, ხიდის ქ. 1 (დედაენის ბაღი)

უშუალო ხელმძღვანელი: შეფი

სამუშაოს მიზანი:
მზარეულის სამუშაოს მიზანია სტანდარტების დაცვით კერძების მომზადება და სამზარეულოს პროცესებში პროფესიონალური ჩართულობით, გუნდის პროდუქტიულობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

ანგარიშვალდებულია: შპს "ლინჩის" დირექტორის და შეფის წინაშე.

აღნიშნული გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების მიერ დასაქმებულის მიმართ დავალებების/ინსტრუქციების მიღების უფლებამოსილებას და დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებას დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.

სამუშაო მოთხოვნები:

  • პუნქტუალურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად.

ძირითადი მოვალეობები:

კერძების მომზადება და ხარისხის კონტროლი

  • უზრუნველყოს ყველა კერძის მომზადება სიზუსტით, დადგენილი სტანდარტების დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
  • გააკონტროლოს კერძის საბოლოო ხარისხი - ვიზუალური სახე, რაოდენობა, ტემპერატურა და სერვირების წესები, გატანამდე;
  • მოამარაგოს წინასწარ ყველა საჭირო პროდუქტი კერძის მოსამზადებლად, ეფექტური და უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად;
  • მიიღოს მონაწილეობა ახალი რეცეპტებისა და მენიუს პუნქტების შექმნის პროცესში, შიდა ინოვაციების ხელშესაწყობად.

პროდუქტების და ინვენტარის მართვა

  • განახორციელოს საკვების დახარისხება და სწორი პირობებით შენახვა HACCP-ის წესების დაცვით;
  • შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის სტიკერები რეგულარულად, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარის მდგომარეობა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
  • უზრუნველყოს სამზარეულოში არსებული დანადგარების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით;
  • ჩაერთოს HACCP სისტემის ადმინისტრირებაში — უზრუნველყოს საკონტროლო წერტილების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
  • გააკონტროლოს მისი სექციის ინვენტარისა და საჭირო რესურსების მზადყოფნა ცვლის დაწყებამდე, ხოლო ცვლის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სტანდარტების დაცვა;
  • იმუშაოს ეფექტურად მაღალი დატვირთვის პირობებში, შეინარჩუნოს ხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი.